კომპანიის შესახებ

ჯორჯიან ბეიქერსი წარმოადგენს საკონდიტრო საწარმოს, რომელიც სპეციალიზირდება სხვადასხვა სახის გამომცხვარი საკონდიტრო ნაწარმის შექმნაზე.

კომპანია 2008 წელს დაარსდა და უკვე 10 წელია ქართველ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის საკონდიტრო ნაწარმს სთავაზობს. 

დღეის მდგომარეობით ჯორჯიან ბეიქერსი ყოველთვიურად აწარმოებს 150 ტონაზე მეტ საკონდიტრო პროდუქციას, რომელის დისტრიბუციასაც ახდენს საკუთარი ძალებით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 5000 სავაჭრო ობიექტში, ასორტიმენტი კი გაიზარდა 60 ერთეულამდე.

კომპანიაში დღეის მდგომარეობით დასაქმებულია 150-ზე მეტი თანამშრომელი როგორც თბილისში ასევე რეგიონებში.
პროდუქტების ხარისხისა და გემოვნური თვისებების გამო ჯორჯიან ბეიქერსი გამომცხვარი საკონდიტრო ნაწარმის ბაზრის ლიდერია.

ჯორჯიან ბეიქერსი მზარდი და ინოვაციური კომპანიაა რომელიც ყოველდღიურად მუშაობს პროდუქციის მაღალ ხარისხზე. ზრუნავს განვითარებაზე, ახალი რეცეპტების, პროდუქტების შექმნაზე და თავის ერთგულ მომხმარებლებს ხშირად სთავაზობს გემრიელ და ხარისხიან სიახლეებს.